ორშაბათი, 2018-12-10, 9:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Meni.TK

Google
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 229
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 21 » დედამიწის შესახებ
4:02 PM
დედამიწის შესახებ



დედამიწის ზომები

ეკვატორული რადიუსი - 6 378 კმ
პოლარული რადიუსი - 6 357 კმ
საშუალო რადიუსი - 6 371 კმ
ეკვატორის სიგრძე - 40 076 კმ
მერიდიანის სიგრძე - 40 008 კმ
დედამიწის ზედაპირი - 510 მლნ კმsup>2
მსოფლიო ოკეანის ზედაპირი - 361 მლნ კმsup>2 (70,8 %)
ხმელეთის ზედაპირი - 149 მლნ კმsup>2 (29 %)
დედამიწის მოცულობა - 1 089 x 320 მ3
დედამიწის მასა - 5,975 x 10 24, რომელთაგან 7% წყალზე მოდის
დედამიწის საშუალო სიმკვრივე - 5.52 გ/სმ3


დედამიწის ასაკი და გეოქრონოლოგია

დედამიწის ასაკის დადგენა ისეთივე რთული პრობლემაა, როგორც მისი წარმოშობის მექანიზმისა. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ დედამიწის ასაკი. მათ უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ფიზიკის მიღწევების გამოყენებით სცადეს ქანების ასაკი დაედგინათ, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დედამიწის ასაკის განსაზღვრაც. გამოანგარიშებულია, რომ დედამიწა დაახლოებით 5, ხოლო ქერქი 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ყველაფერ ამის, სხვადასხვა ასაკის ქანების წარმოქმნის პროცესების დროისა და თანამიმდევრობის მიხედვით დგინდება გეოქრონოლოგია ანუ გეოლოგიური წელთაღრიცხვა. გეოლოგიური დრო დედამიწის ქერქის წარმოქმნიდან იწყება. მას ეონებად, ერებად, პერიოდებად და ეპოქებად ყოფენ:


წარმოშობა

დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.

XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.

კატეგორია: ბიოგრაფია | ნანახია: 1400 | დაამატა: admin
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2018
ჰოსტერი uCoz