ერეკლე II - 12 დეკემბერში 2009 - Personal site
კვირა, 2016-12-04, 11:08 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Meni.TK

Google
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 212
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 12 » ერეკლე II
2:19 PM
ერეკლე II



ერეკლე II (დ. 7 ნოემბერი, 1720, თელავი — გ. 11 იანვარი, 1798, იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში), 1744—1762 კახეთის, 1762—98 ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II — კახთა მეფე დავით II-ის (იმამყული-ხანი) ძე.

პოლიტიკური ვითარება

1744 თეიმურაზ II ქართლში გამეფდა, ერეკლე II კი კახეთში. XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად ირანის ვასალი ქართლ-კახეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ (1747) თბილისი ირანელებისაგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები. თეიმურაზ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (1762) ქართლ-კახეთში ერთმეფობის დამყარება საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.



რეფორმები

ერეკლე II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის); დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები; გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით; იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის; გამოსცა კანონი (1765), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა; შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი; აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი (1770); აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად (1772). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად; რუსეთის მიბაძვით შემოიღო სამხედრო სისტემა; სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: „საგარეო საქმეთა", „სახელმწიფო შემოსავლისა" და „სამხედრო საქმეთა" დარგებად.

ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის); მანვე განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები; მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა.

კატეგორია: ბიოგრაფია | ნანახია: 823 | დაამატა: admin
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2016
ჰოსტერი uCoz